პანსომხური სამიტი წელს სომხეთში გაიმართება

შემოდგომაზე სომხეთი უმასპინძლებს დიასპორის სომხებს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. დიასპორის მთავარი კომისრის აპარატი 28-დან 31 ოქტომბრამდე მსოფლიო პანსომხურ სამიტს გამართავს.
ამის შესახებ კომისრის ფეისბუქ გვერდი იუწყება.
დღის წესრიგში იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება, სომხური ინტერესების დაცვა, სამშობლოს სტრატეგიული ტერიტორიების განვითარება, რეპატრიაცია, ინვესტიციების ჩართულობა, სომეხთა დაცვა, დიასპორის თვითორგანიზება და ა.შ.
სამიტში მონაწილეობას მიიღებს 600-მდე მონაწილე დიასპორიდან, ასევე სომხეთიდან და არცახიდან, რომლებიც წარმოადგენენ სათემო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს, სამეცნიერო, პროფესიულ, ბიზნეს, სტუდენტურ, ახალგაზრდულ წრეებს და ა.შ.
სამიტზე სამი სამუშაო დღის განმავლობაში გაიმართება 8 პანელური დისკუსია, 17 ერთდროული სესია, 2 შეხვედრა თავისუფალ ფორმატში.
დიასპორის საკითხებში უმაღლესი კომისრის აპარატი ღიაა სამიტთან დაკავშირებით წინადადებებისა და დისკუსიებისთვის.
დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ დიასპორის მთავარი კომისრის აპარატის ფეისბუქ გვერდზე.