საზოგადოება

რაიმე „სტატუს ქვო“ კი არ უნდა მივიღოთ, არამედ უზრუნველვყოთ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის საკუთარ მიწაზე ცხოვრების გარანტიები

8 სექტემბერს ევროპული პარლამენტის დეპუტატ ფითერ ვან დალენის ინიციატივით და ჰოიდას სომხური სასამართლოს ევროპული კანცელარიის თანაორგანიზებით, ევროპულ პარლამენტში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „2020წ.  ომი და ადამიანის უფლებები არცახში“.

ჰოიდადან NEWS.am-ს აცნობეს, რომ კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იყვნენ არცახის ადამიანის უფლებადამცველი გეღამ სტეფანიანი და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომეხი სამხედრო ტყვეების წარმომადგენელი სირანუშ საჰაკიანი.

ღონისძიებას ესწრებოდა ევროპარლამენტის მრავალი დეპუტატი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, ბევრი პოლიტიკოსი, დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ევროპარლამენტის წევრმა პიტერ ვან დალენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს არცახს და განაცხადა: „მე ვდგავარ სომეხი ხალხის გვერდით. არცახის მკვიდრი სომეხი ხალხის სიცოცხლეს და მათ კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება. ჩვენ არ უნდა მივიღოთ რაიმე „სტატუს ქვო“, არამედ მივცეთ გარანტიები, რომ მთიანი ყარაბაღის სომეხმა მოსახლეობამ იცხოვროს მის ისტორიულ მიწაზე“.

ჰოიდას სომხური სასამართლოს ევროპული კანცელარიის პრეზიდენტმა გასპარ კარაპეტიანმა გახსნისას მადლობა გადაუხადა რა კონფერენციის მონაწილეებს და კონფერენციის ინიციატორ დეპუტატ პიტერ ვან დალენს, ხაზგასმით აღნიშნა: „2020 წელს აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული  არცახის მეორე ომი იყო ახალი მცდელობა, დაექვემდებარებინა არცახის ხალხი ეთნიკურ წმენდას საკუთარ სამშობლოში. სომეხი ხალხის უფლება, იცხოვროს თავისუფლად და დამოუკიდებლად სამშობლოში არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ევროპარლამენტმა უკვე დაგმო თავისი გადაუდებელი რეზოლუციით აზერბაიჯანში სახელმწიფო დონეზე დაფინანსებული სომხური სიძულვილის პოლიტიკა, რაც თავისთავად არის იმის აღიარება, რომ არცახის ხალხის არსებობა აზერბაიჯანის მმართველობის ქვეშ შეუძლებელია“.

კონფერენციის მთავარმა მომხსენებლებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო კონვენციების უხეშ დარღვევებზე არცახის მეორე ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში.

არცახის რესპუბლიკის უფლებადამცველმა გეღამ სტეფანიანმა კონკრეტულად აღნიშნა: „აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, მუქარისა და ძალადობის გამოყენება, მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური თავდასხმები მიზნად ისახავს ნორმალური ცხოვრების ჩაშლას და ასევე მიზნად ისახავს უნდობლობის გამოწვევას სომეხი ხალხის არცახში გადარჩენის მიმართ. ეს უნდობლობა იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არცახის სტატუსის საკითხი არ ხდება მოლაპარაკების საგანი, განსაკუთრებით ევროკავშირის შუამავლობის დროს“.

ევროსასამართლოში სომეხი პატიმრების ოფიციალურმა წარმომადგენელმა სირანუშ საჰაკიანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოების შესაბამისი გადაწყვეტილებების სამართლებრივი კუთხით წარმოდგენის გარდა, ხაზგასმით აღნიშნა. „აზერბაიჯანის განმსაზღვრელ მახასიათებელად იქცა ანტისომხური ქსენოფობია, რომელიც გამოიხატება სიძულვილის ენის, სომეხი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის, სომხების მიმართ ეთნიკური ძალადობის განდიდების, ეთნიკური წმენდის, ისტორიის უარყოფის სახით.

 მოხსენებებს მოჰყვა კითხვა-პასუხი, მათ შორის ღონისძიებაზე დამსწრე აზერბაიჯანელების მონაწილეობა.

ნახეთ მეტი
Back to top button