მთავარიპოლიტიკა

სომხეთის წინაშე ასეთი კითხვა არ წამოჭრილა  –  დასავლეთი თუ რუსეთი։  ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი და რუსეთი სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორები არიან და ამით ყველაფერი ნათქვამია. ამის შესახებ დღეს, 8 სექტემბერს, ვლადივოსტოკში სომხურ სათვისტომოსთან შეხვედრისას  სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მან სამაგალითოდ მიიჩნია კითხვა, სად მიდის სომხეთი, დასავლეთისაკენ თუ რუსეთისკენ. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ დავტოვებთევრაზიის ეკონომიკურ კავშირს ( EAEU) და გავწევრიანდებით ევროკავშირში? ვაცხადებთ, რომ დსთ-დან გამოვალთ და სადმე შევალთ? ჩვენ არ ვაცხადებთ უარს, ჩვენს განზრახვაში ასეთი რამ არ არის და ამით საკითხი იხურება.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ევროკავშირთან და აშშ-სთან, ირანთან, ინდოეთთან და ჩინეთთან. დიახ, ჩვენ ახლა ვცდილობთ დავარეგულიროთ ურთიერთობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან“, – განაცხადა ფაშინიანმა

რაც შეეხება კუხო-ს ფაშინიანმა თქვა:  „კუხო ჩვენი უსაფრთხოების სისტემაა. დღეს არის გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები და გვაქვს კითხვები კუხო-სთან დაკავშირებით, გვაქვს ინიციატივები და ყოველთვის ვსვამდით საკითხს ჩვენი ეფექტურობის შესახებ კუხო-ში.

დღეს დაისვა კითხვა: რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით არ გეშინიათ სანქციების ქვეშ მოქცევის? ჩვენ არაფერს ვაკეთებთ უკანონოდ, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ფარულად. კომპეტენტურად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ამ ურთიერთობების განვითარებამ არ გამოიწვიოს პრობლემები.

მარტო სომხეთს არ უნდა სურდეს სანქციების ქვეშ არ მოქცევა, რუსეთს უნდა სურდეს, რომ სომხეთი არ მოხვდეს სანქციების ქვეშ. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, მაგრამ თუ სომხეთი სანქციების ქვეშ მოხვდება, რუსეთიც დაზარალდება. ამიტომ ჩვენ ვამბობთ: ვიმოქმედოთ ძმურად, რომ ეს კრიზისი ჩვენთვის შესაძლებლობად ვაქციოთ“, – განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button