
მადლობა ღმერთს, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ძალიან კარგია. ჩამოყალიბებული დინამიკა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვიყოთ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხში. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადივოსტოკში სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, უპასუხა რა ერთ-ერთი დამსწრეს შეკითხვას.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა მოწესრიგებულია, სომხეთის მთავრობამ თბილისს ურთიერთობის რეზოლუცია შესთავაზა.
„სომხეთი არ არის და არც არასდროს უნდა იყოს საფრთხე საქართველოსთვის, საქართველო არ არის და არც არასდროს უნდა იყოს საფრთხე სომხეთისთვის. ჩვენთვის საქართველოსთან ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომ წვლილი შეიტანონ ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში, პირველ რიგში, როგორც საქართველოს მოქალაქე, რაც კარგ საფუძველს ქმნის ჩვენი ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.