საზოგადოება

სომხეთში მინიმალური პენსიის ოდენობა 31 ათას 600 დრამით  (78,52$)   განისაზღვრა

სრ მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილებით მინიმალური პენსიის ოდენობა გაზარდა და 31 ათას 600 დრამი (78,52$)   განსაზღვრა.

ეს  საკითხი  სომხეთში შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნარეკ მკრტჩიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

როგორც დღეს მინისტრმა მკრტჩიანმა განმარტა, სომხეთის  მთავრობის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მართალია 1 სექტემბრიდან პენსიები მინიმუმ 3 ათასი დრამით (7,45$) გაიზარდა, მაგრამ არსებული ფორმულით, ბენეფიციარების ჯგუფისთვის ზრდა ნაკლები იყო.

მინისტრის თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით გადაწყდა მინიმალური პენსიის ოდენობის გაზრდა, 31 600 დრამამდე გაზრდა, რის წყალობითაც 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერი დაპირებულ 3 000 დრამს(7,45$) მიიღებს.  

„პროექტის მიღების შედეგად 1 სექტემბრიდან 16600 პენსიონერს, 5186 სამხედრო პენსიონერს და 75000 ბენეფიციარს პენსია და დანამატები გაეზრდება“, – განაცხადა მკრტჩიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button