საზოგადოება

“დაწესდეს ბებიის დღე” – მოქალაქე პარლამენტს მიმართავს

,,ნეტგაზეთი.გე” წერტს, რომ დღეს, 12 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს.

აღნიშნული წინადადებით პარლამენტს მოქალაქე მიხეილ სახვაძემ მიმართა. საკანონმდებლო წინადადებაში ვკითხულობთ, რომ ბებიის დღის დაწესებისთვის საუკეთესო თარიღი 17 სექტემბერია, რადგან:

  • 1906 წლის 17 სექტმბერს არის დაბადებული ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი;
  • ბებია და ბარაქიანი შემოდგომა, რთველი, ჩურჩხელა, თათარა, ფელამუში – ეს ყველაფერი ქვეყანაში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი წერს, ბებიის და ბაბუის დღე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის: საფრანგეთში, პოლონეთში, ავსტრალიასა და იტალიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button