მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 15-16 სექტემბერს უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში სტუმრის სტატუსით შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტს დაესწრება. ამის შესახებ “არმენპრესმა” შეიტყო უზბეკეთის პრეზიდენტის პრესმდივნის შერზოდ ასადოვის ფეისბუქის გვერდიდან.

მან დაწერა, რომ 15-16 სექტემბერს სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტში მონაწილეობას 15 სახელმწიფოს მეთაური მიიღებს.

„მომავალ კვირას სამარყანდი უმასპინძლებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სესიას. ეს იქნება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის  ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა 2019 წლის შემდეგ და ორგანიზაციაში უზბეკეთის პრეზიდენტობის დასრულება“, – განაცხადა ასადოვმა.

ასადოვმა აღნიშნა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში უზბეკეთის პრეზიდენტობის დროს ძირითადი აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე, სამრეწველო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, ასევე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ურთიერთკავშირების გაფართოებაზე.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზოევის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი, პაკისტანის პრემიერ მინისტრი შაჰბაზ შარიფი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.

სამიტში დამკვირვებლების სახით მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, მონღოლეთის პრეზიდენტი უჰნააგიინ ხურელსუხი.

სამიტში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი სტუმრის სტატუსში მიიღებენ მონაწილეობას.

ნახეთ მეტი
Back to top button