რესპონდენტთა 62 პროცენტი ძალიან კმაყოფილი და კმაყოფილია სრ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მუშაობით. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი”

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ 2022 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეებმა უპასუხეს კითხვას, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო არიან მთავრობის დღევანდელი მინისტრების მუშაობით, გამოკითხულთა 62 პროცენტმა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილი და კმაყოფილია სრ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, 48 პროცენტი სრ ჯანდაცვის სამინისტროს, 43% სრ განათლების და მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, 39% სრ თავდაცვის სამინისტროს, 37% სრ მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს, 36% – სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს, 36% შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 35% გარემოს დაცვის სამინისტროს, 33 პროცენტი სრ ფინანსთა სამინისტროს, 33 პროცენტი სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 31 პროცენტი – სრ ეკონომიკის სამინისტროს, 29 პროცენტი – იუსტიციის სამინისტროს მუშაობით.
კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ სრ პოლიციის ახალი საპატრულო სამსახურის მუშაობით, გამოკითხულთა 30 პროცენტმა უპასუხა, რომ სრულიად კმაყოფილია, 23 პროცენტი ნაწილობრივ კმაყოფილი, 6 პროცენტი ნაწილობრივ უკმაყოფილო, 11 პროცენტი სრულიად უკმაყოფილოა. 28 პროცენტს შეხება არ ჰქონდა, 2 პროცენტმა არ უპასუხა კითხვას.
კითხვაზე „რას ფიქრობთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე?“ 7 პროცენტმა უპასუხა: ძალიან დადებითად, 21 პროცენტი ნაწილობრივ დადებითი, 11 პროცენტი ნაწილობრივ უარყოფითი, 48 პროცენტი ძალიან უარყოფითი, 13 პროცენტმა არ უპასუხა კითხვას.
კითხვაზე „თქვენი აზრით ვის ეკისრება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა უკრაინის ომზე?“ გამოკითხულთა 17 პროცენტმა უპასუხა: აშშ, 16 პროცენტმა – ყველა მხარეს თანაბრად, 14 პროცენტმა – პირადად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, 10 პროცენტმა – ნატოს წევრ ქვეყნებს, 8 პროცენტმა: პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, 6 პროცენტმა: უკრაინის ხელისუფლებას, 5 პროცენტმა: რუსეთის ფედერაციას, 2 პროცენტმა: ევროკავშირს, 1 პროცენტმა: სხვა პასუხი და 20 პროცენტმა არ უპასუხა კითხვას.