ეკონომიკა
ანგარიშში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება 2022“ სომხეთი მე-11 ადგილზეა

„World Economic Freedom: 2022 წლიური ანგარიშის“ მონაცემებით სომხეთი მე-11 ადგილზეა.
2016 წელს სომხეთი 40-ე ადგილზე იყო, 2017 წელს – 39-ე, 2018 წელს – მე-19, ხოლო 2019 წელს – მე-17.
ანგარიშში 165 ქვეყანაა შეტანილი. სომხეთის რეიტინგი 10-დან 7,84 არის.
პირველ სამეულში არიან ჰონგ კონგი, სინგაპური და შვეიცარია.
რეგიონის სხვა ქვეყნების რეიტინგი შემდეგნაირად დაფიქსირდა: აზერბაიჯანი – 119-ე, საქართველო – მე-15, თურქეთი – 112-ე, ირანი – 159-ე, რუსეთი – 94-ე.
ინდექსი ზომავს ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა და ინსტიტუტები ეკონომიკურ თავისუფლებას.
ეკონომიკური თავისუფლების ქვაკუთხედია პირადი არჩევანი, ნებაყოფლობითი გაცვლა, ბაზრებზე შესვლისა და კონკურენციის თავისუფლება და პიროვნებისა და კერძო საკუთრების უსაფრთხოება.