მთავარიპოლიტიკა

არიან დაღუპულები და დაჭრილები  – თავდაცვის სამინისტრო

13 სექტემბერს, დაახლოებით 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და საზენიტო ცეცხლის გამოყენებით, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის რამდენიმე რაიონში მდებარე სომხურ პოზიციებს ერთდროულად. კერძოდ, დაბომბეს სოტკის, ვარდენისის, გორის, კაპანის, არტანიშისა და იშხანასარის მიმართულებით მდებარე პოზიციები. თავდასხმა ხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც.

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სრულად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ საბრძოლო ამოცანებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ დაბომბვა სომხურმა მხარემ დაიწყო, სრულიად მცდარია. მეტიც, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბოლო დღეებში ამზადებდა აშკარა საინფორმაციო ბაზას ამ პროვოკაციისთვის, რასაც მოწმობს ყოველდღიურად გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს სომხური მხარის დაბომბვასთან დაკავშირებით. როგორც ყველა, ბოლო ფართომასშტაბიანი პროვოკაციაც  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ იყო ინიცირებული.

სომხურ მხარეს ჰყავს მსხვერპლი და დაჭრილი. მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმება.

თავდაცვის სამინისტრო ვითარების განვითარებაზე რეგულარულ მოხსენებებს გამოაქვეყნებს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ საბრძოლო მოქმედებების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებისგან და თვალი ადევნოთ ოფიციალურ სიახლეებს.

ნახეთ მეტი
Back to top button