მთავარიპოლიტიკა

მტერი არ წყვეტს წინსვლის მცდელობებს –  სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 08:00 საათისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. საზღვრის ზოგიერთ რაიონში პოზიციური ბრძოლებიც მიმდინარეობს. მოწინააღმდეგე არ წყვეტს წინსვლის მცდელობებს.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებსომხეთის  თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არამ ტოროსიანმა განაცხადა. „მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, ATS-ის და მსხვილკალიბრიანი შაშხანების გამოყენებას ვარდენისის, სოთკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით, მიზანში აქვს ამოღებული,  როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სიტუაცია წარედგინა   სომხეთში აკრედიტებული საელჩოების სამხედრო ატაშეებს, რომ მომხდარზე და მის შემდგომ მოვლენებზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს  ვითარების შესახებ ოფიციალური ანგარიშების გამოქვეყნებას.

ნახეთ მეტი
Back to top button