მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

პრემიერ-მინისტრმა  გააცნო დეტალები  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართულებით შუაღამისას დაწყებული პროვოკაციული, აგრესიული ქმედებების შესახებ, რასაც თან ახლდა საარტილერიო და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით სროლა.

ნიკოლ ფაშინიანმა მიუღებლად მიიჩნია აზერბაიჯანული მხარის ქმედებები და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.

თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ ოპერატიულ კავშირში იქნებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button