მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების საკითხს  დააყენებს

საფრანგეთი იწვევს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის შესახებ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შუაღამედან დაიწყო პროვოკაციული და აგრესიული სამხედრო ოპერაციები სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით. ნიკოლ ფაშინიანმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.

პრეზიდენტმა მაკრონმა დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია მიუღებლად მიიჩნია და ხაზი გაუსვა სიტუაციის განმუხტვის აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button