მთავარიპოლიტიკა

ჩვენ არ ვაპირებთ  სომხეთის ტერიტორიაზე ვინმესთვის დერეფნის მიცემას  – ფაშინიანი

აზერბაიჯანი, რომელიც წარმოგვიდგენს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადების თავისებურ ინტერპრეტაციას საუბრობს სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნის არსებობაზე. ამის შესახებ  სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა.

მისი თქმით, სომხური მხარის პოზიცია უცვლელია. ანუ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დერეფანი არავის მიეცემა.

„არ ვაპირებთ არავის მივცეთ დერეფანი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მაგრამ ვეთანხმებით და დაინტერესებული ვართ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გზების გახსნით და განბლოკვით იმ ლოგიკით, რომ რეგიონის ყველა ქვეყანა მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შეეძლებათ  ამ გზით სარგებლობა.

თუ გახსოვთ, 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში, მე-9 პუნქტის პირველი წინადადება ეხება განბლოკვას, საუბარია რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების, მარშრუტებისა და კავშირების განბლოკვაზე, გახსნასა და აღდგენაზე.

თქვენ იცით, რომ 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი განცხადება  განმარტავს თემას და იქვე დაფიქსირებულია რა ქმედებები უნდა განხორციელდეს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის მე-9 პუნქტის შესასრულებლად“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button