მთავარიპოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ალიევს სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მოუწოდა შეწყვიტოს სომხეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სამხედრო ოპერაციები.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ღამით ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, სადაც ღრმა შეშფოთება გამოხატა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო ოპერაციების, მათ შორის სომხეთის ტერიტორიის დაბომბვის გამო.

„სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა ალიევს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ცდილობს“, – ნათქვამია სპიკერის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button