აშშ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გამოიყენოს თავისი გავლენა სომხეთსა და აზერბაიჯანზე დეესკალაციის მისაღწევად

აშშ მოუწოდებს რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის რუსეთს, გამოიყენონ თავისი გავლენა სომხეთსა და აზერბაიჯანზე ესკალაციის შესაჩერებლად. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. „ჩვენ მოვუწოდებთ რეგიონის ყველა ქვეყანას, გამოიყენონ თავიანთი გავლენა კონსტრუქციულად. უდავოა, რომ სამხედრო ოპერაციების ესკალაცია ან პირდაპირი ძალადობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ შედის რუსეთის ინტერესებში. არავის აინტერესებს ეს. ასევე ეჭვგარეშეა, რომ რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე. ჩვენ მოვუწოდეთ რუსეთს და მოვუწოდებთ მას, გამოიყენოს ეს გავლენა ისე, რომ ხელი შეუწყოს საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ამ დაძაბულობის დეესკალაციას უფრო ფართო კონტექსტში“, – განაცხადა პრაისმა.
ემა ჩობანიანი