სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს პირველი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, რომლის დროსაც მან წარმოადგინა სუვერენული სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი აგრესიის ფონზე შექმნილი ვითარება. ამის შესახებ სრსაელჩოს პრესსამსახური იტყობინება.
აღნიშნულია, რომ პაპუაშვილმა სმბატიანს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და ეფექტური მუშაობა უსურვა.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის.