მთავარისაზოგადოება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ უკიდურესად დაიძაბა

15:00 საათისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ უკიდურესად დაიძაბა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სრ თავდაცვის სამინისტრო.

13:00 საათიდან მთელი საზღვრის გასწვრივ სოთქიდან გორისამდე, მტერმა განაახლა ინტენსიური სარაკეტო საარტილერიო დარტყმები, გამიზნულად ესროდა სამოქალაქო დასახლებებს და ფართოდ იყენებდა თავდამსხმელ უპილოტო მფრინავ აპარატებს.

„აღსანიშნავია, რომ საბრძოლო ზონაში ჰუმანიტარული მისიის შემსრულებელი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მანქანებიც მოხვდა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ოფიციალური ბაქოს განცხადებების მიუხედავად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არ განასხვავებენ სამიზნეებს.

სარაკეტო იერიშებთან ერთად აზერბაიჯანულმა შენაერთებმა პოზიციური წინსვლის მცდელობებიც განაახლეს. სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები იღებენ ყველა ზომას მტრის მიმართ ადექვატური რეაგირებისთვის“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button