საზოგადოება

აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 105-ია

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა, რომ დაღუპულთა დაზუსტებული რაოდენობა ამ დროისთვის 105-ია. „კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი მოწამეების წინაშე“, – თქვა მან.

13 სექტემბერს შუაღამის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ.

მთელი საზღვრის გასწვრივ, სოტკიდან გორისამდე, მტერმა განაახლა ინტენსიური სარაკეტო საარტილერიო შეტევები, სამიზნე სამოქალაქო დასახლებებიცაა.

ნახეთ მეტი
Back to top button