პოლიტიკა

აზერბაიჯანი ამით გამოხატავს თავის დაუკმაყოფილებლობას 44-დღიანი ომის შედეგით. ფაშინიანი აზერბაიჯანის თავდასხმის შესახებ

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი თავისი ბოლო აგრესიითა და შეტევით გამოხატავს დაუკმაყოფილებლობას 44-დღიანი ომის შედეგებით. “არმენპრესის” ცნობით, ასეთი რწმენა ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს გამოთქვა, სამოქალაქოხელშეკრულებიდან ვაჰაგნ ალექსანიანის კითხვაზე, რა პრობლემის გადაჭრას ცდილობს აზერბაიჯანი თავისი ღია აგრესიით.

„რაღაცის თქმა, შესაძლოა, ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, რომ აზერბაიჯანი ამით გამოხატავს თავის დაუკმაყოფილებლობას 44-დღიანი ომის შედეგებით. ვხვდები, რომ ახლა ძალიან უცნაურ რამეს ვამბობ. ახლა ბევრ დეტალს ვერ გეტყვით, მაგრამ უნდა დავაფიქსირო შემდეგიც: რმდენადაც არ უნდა არ გვიხაროდეს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება, აშკარაა, რომ 10 ნოემბრიდან აზერბაიჯანი იბრძვის სამმხრივი დებულებების გასაუქმებლად“- განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი სამმხრივი დეკლარაციის სამ ძირითად დებულებას ებრძვის. ჯერ ერთი, რომ არსებობს მთიანი ყარაბაღი, მეორეც, რომ მთიან ყარაბაღს აქვს კონტაქტის ხაზი, რომლის დაცვა და უსაფრთხოება გარანტირებულია რუსეთის ფედერაციისმიერ, ხოლო რუსეთის ფედერაცია არის მთიანი ყარაბაღისა და სრ უსაფრთხოების გარანტი. თავდაცვის ხაზი, მათ შორის ლაჩინის დერეფანი შეიქმნა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირის უზრუნველსაყოფად.

„ამ 3 დებულებას აქვს ქვაკუთხედის მნიშვნელობა და ფაქტია, რომ აზერბაიჯანი ებრძვის ამ სამ დებულებას. ჩემი აზრით, აზერბაიჯანი გარკვეულწილად დაიბნა თავის პოზიციებში, მაგალითად, თქვა, რომ არ არსებობს საზღვარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და არ ცნობს საბჭოთა კავშირის საზღვრებს, აქედან შეიძლება ლოგიკური კითხვა გაჩნდეს: თუ რის საფუძველზე აცხადებენ  აზერბაიჯანელები, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია? ჩემი აზრით, აზერბაიჯანი გამოხატავს დაუკმაყოფილებლობას 44-დღიანი ომის შედეგებით“, – განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ეს რწმენა ასევე ჩამოყალიბდა მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო მიმდინარე საუბრების საფუძველზე.

ნახეთ მეტი
Back to top button