მთავარიპოლიტიკა

კალიფორნიამ 24 აპრილი გენოციდის ხსოვნის დღედ დააწესა, ის უქმე დღედ გამოცხადდა

კალიფორნიის სახელმწიფო საბჭოს წევრის ედრინ ნაზარიანის ძალისხმევით მიღებული იქნა საკანონმდებლო ინიციატივა 24 აპრილი სომხების გენოციდის ხსოვნის დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ Armenian Weekly იუწყება.

კანონპროექტი მოითხოვს, რომ კალიფორნიის ყველა სათემო კოლეჯი და საჯარო სკოლა დაიხუროს ყოველი წლის 24 აპრილს, ხოლო საჯარო მოხელეებს  მიენიჭებათ ანაზღაურებადი  დასვენების დღე.

კერძოდ, კანონპროექტის ტექსტში ნათქვამია: „საკანონმდებლო ორგანო აღმოაჩენს და აცხადებს, რომ გენოციდის ხსოვნის დღე იქნება დღე, როდესაც ყველამ უნდა იფიქროს წარსულსა და აწმყო გენოციდებზე, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იგრძნო ამ სისასტიკის გავლენა და ვინც თავშესაფარი იპოვა კალიფორნიაში. იგი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ჰოლოკოსტის, ჰოლოდომორის, სომხების, ასურელების, ბერძნების, კამბოჯის და რუანდის გენოციდებს. გენოციდის ხსოვნის დღე აღინიშნება ყოველწლიურად 24 აპრილს, როგორც სომხების გენოციდის ხსოვნის დღე, ხოლო მთელი კვირა  გამოცხადებულია   გენოციდის შესახებ ცნობადობის კვირეულად.

ნახეთ მეტი
Back to top button