
ამერიკელმა ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა აზერბაიჯანის აგრესიაზე სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის მიმართ.
კარდაშიანმა გააზიარა jkplatinum-ის პოსტი თავის Story-ზე, სადაც თქვა, რომ ადამიანებს შეუძლიათ დღე ჩვეულებრივად დაიწყონ, აკოცონ შვილებს, ცოლს და წავიდნენ სამსახურში, მაგრამ საღამოს სახლში დაბრუნებულებმა ხელი ჩასჭიდონ ცოლ-შვილს და მშობლიურ ადგილებს გაეცალნონ.
”წარმოიდგინეთ, რომ ამის გაკეთება გჭირდებათ თანხების, ტრანსპორტის, რესურსების, დახმარების გარეშე. სომხეთს ამის წარმოდგენა კი არ უხდება, არამედ გუშინს მერე ეს ყოველივე მისთვის რეალობაა. ერთადერთი გაფრთხილება კი მათ ეზოში ჩამოვარდნილი რაკეტებია. ილოცეთ სომხეთისთვის“, – ნათქვამია პოსტში.
