მთავარიპოლიტიკა

სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე რუქები მხოლოდ ფერწერაა. ფაშინიანი

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის თემას პარლამენტ-მთავრობის კითხვა-პასუხის დროს შეეხო. მისი თქმით, რუკები შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებების გარეშე მხოლოდ ფერწერაა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ რუკებზე, უნდა დავეყრდნოთ იმ რუკებს, რომლებიც თავის მხრივ ეფუძნება სამართლებრივ საფუძველს.

პრემიერის თქმით. „საბჭოთა სომხეთისა და საბჭოთა აზერბაიჯანის გამყოფი საზღვრები, რომლებიც სხვათა შორის 1991წ. რატიფიცირებული იქნა პარლამენტების მიერ დსთ-ს ფორმირების ალმათის დეკლარაციის შედეგად, უკვე აღიარებულია. და მტკიცება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს საზღვარი არსებობს და ეს საზღვარი დაარღვია აზერბაიჯანმა, რომელმაც ორეტაპიანი აგრესია მოახდინა. პირველი ეტაპი გასული წლის 12 მაისს განხორციელდა, მეორე ეტაპი კი ახლა ხორციელდება“.

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა განახორციელდა სამხედრო აგრესია და სრ-მ უნდა გამოიყენოს ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური მეთოდი თავისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

ნახეთ მეტი
Back to top button