მთავარიპოლიტიკა

სომხეთი თავისი ტერიტორიით დერეფანს არ მისცემს. სრ პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ კრებაში განაცხადა, რომ სომხეთი თავისი ტერიტორიით დერეფანს არ მისცემს.

„ჩვენ გვაქვს დისკუსია ამ საკითხზე ყველა ჩვენს მოკავშირესთან და გვაქვს საერთო გაგება, მათ შორის, ჩემი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებასთან. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენთან განხილვებისას დერეფანზე საუბრობს. თუ არის ქვეყანა, რომელიც ეცდება ამ საკითხის დასმას, არ განვიხილავთ, რადგან ასეთ საკითხს არ განვიხილავთ. რა დერეფანი, ვინ გამოიგონა ეს დერეფანი? სად წერია დერეფანი? აზერბაიჯანი ამბობს: 2020 წლის 9 ნოემბრის [განცხადების] მე-9 პუნქტის მიხედვით. ეს მე-9 პუნქტი არის გამოქვეყნებული პუნქტი. მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა წერა-კითხვის მცოდნე ადამიანს, მოიძიონ სიტყვა „დერეფანი“ მე-9 პუნქტში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, იტყობინება ,,არმენპრესი“.

ფაშინიანმა შეახსენა, რომ 2021 წლის 11 იანვარს ხელი მოეწერა ახალ სამმხრივ განცხადებას მე-9 პუნქტის იმპლემენტაციის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რას ნიშნავს და რას ეხება მე-9 პუნქტი.

„მე გეტყვი საიდუმლოს. ჩვენ აზერბაიჯანს წარვუდგინეთ რეკომენდაციების ახალი პაკეტი სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფორმატში და მე ეს რეკომენდაციები აზერბაიჯანის პრეზიდენტსაც ხელზე გადავეცი ბრიუსელში. როგორც კი ეს წინადადება მიიღება, ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ განვაგრძოთ მისი განხორციელება. ეს წინადადება ეხება ჩვენს ყველა საჯარო განცხადებას, რომ ჩვენ მზად ვართ  გზები გავხსნათ და გავცეთ და მივიღოთ“, – თქვა ფაშინიანმა.

13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა საარტილერიო და მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო ინტენსიური სროლა გორისის, სოთქისა და ჯერმუკის სომხური პოზიციების მიმართულებით. მოწინააღმდეგე ასევე იყენებს უპილოტო მფრინავ აპარატებს. მოგვიანებით აზერბაიჯანმა საარტილერიო საშუალებები გამოიყენა სხვა მიმართულებითაც. სომხური მხარის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 105-ია. დაშავებული 6 მოქალაქედან 4 მკურნალობას აგრძელებს საავადმყოფოებში.

ნახეთ მეტი
Back to top button