მთავარიპოლიტიკა

ბლინკენი გააგრძელებს  მუშაობას პირადად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პრობლემების მშვიდობიანი მოგვარებით მიმართულებით

გუშინ 15 სექტემბერს, სომხეთის  პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სამძიმარი გამოთქვა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო სამხედრო ოპერაციების შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს სურვილი, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრაში, მან აღნიშნა, რომ წინსვლის ერთადერთი გზა დიპლომატიაა და აღნიშნა, რომ ამ საკითხით ამიერიდან პირადად დაკავდება.

ნახეთ მეტი
Back to top button