
15 სექტემბერს საღამოს, კუხოს-ს (ОДКБ) კოლექტიური უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, სომხეთში სადამკვირვებლო მისიის შესასრულებლად ჩავიდა კუხო-ს გაერთიანებული შტაბის ოპერატიული ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს საბჭოს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი.

იმავე დღეს გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა მიიღო. თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარმოადგინა აზერბაიჯანის მიერ 13 სექტემბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მონიტორინგის საკითხები. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ჯგუფი ეფექტურ მუშაობას განახორციელებს და ოპერატიული მდგომარეობის შესახებ დეტალურ და ზუსტ ანგარიშს წარუდგენს კუხო-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს.
ოპერატიული ჯგუფი უახლოეს დღეებში შესაბამის სამუშაოებს სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარ შტაბსა და საბრძოლო მოქმედებების ზონებში ჩაატარებს.