მთავარიპოლიტიკა

System of A Down ითხოვს მსოფლიოს ინფორმირებას აზერბაიჯანის ამაზრზენი ქმედებების შესახებ

ამერიკულმა როკ-ჯგუფმა System of A Down-მა Twitter-ის მიკრობლოგზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დახმარება სთხოვს მსოფლიოს ინფორმაცია გაავრცელონ  აზერბაიჯანის ამაზრზენი ქმედებების შესახებ, რომელიც სარგებლობს თურქეთის მფარველობით და  რომელმაც ჩაიდინა სომხების გენოციდი.

“არმენპრესის” ცნობით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი წუხან  ხალხის უსაფრთხოებაზე.

„სომხეთში გვყავს ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებსაც ახლა საფრთხე ემუქრებათ. ეს არის სისხლიანი თავდასხმა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი მიზნად ისახავს სომხების დატერორებას და ეს ყველაფერი ხდება ორი წლის წინ მთიან ყარაბაღზე თავდასხმის შემდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button