მთავარიპოლიტიკა

აგრესიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა 207-ს აღწევს – სომხეთის მინისტრთა საბჭოს განცხადება

19 სექტემბერს პრემიერ-მინისტრ  ნ. ფაშინიანის ხელმძღვანელობით გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც შემდეგი შინაარსის განცხადება იქნა გავრცელებული:

„2022  წლის 12-13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყეს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ დიდი კალიბრის იარაღის, არტილერიის, სარაკეტო სისტემებისა და უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით.

აგრესიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა 207-ს აღწევს, მათ შორის 3 მშვიდობიანი მოქალაქეა,  2 მშვიდობიანი მოქალაქის ადგილსამყოფელი უცნობია, დაიჭრა293 სამხედრო და  3 მშვიდობიანი მოქალაქე, ტყვედ ჩავარდა 20 სამხედრო. არსებობს მტკიცებულებები აზერბაიჯანელების მიერ დატყვევებული ან მოკლული სომეხი სამხედროების წამების, დასახიჩრების და  შესაბამისად, არაკანონიერი მკვლელობების  შემთხვევების შესახებ.

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მიზანში ამოიღეს 36 დასახლებული პუნქტი,  მათ შორის გორისის, სისიანის, კაპანის, ჯერმუკის, ვარდენისის, თეღის, გეღამასარის თემები, რის შედეგადაც ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა  192 სახლი, 3 სასტუმრო, 2 სკოლა, 1 სამედიცინო დაწესებულება, 1 საბანკეტო დარბაზი. დაზიანებულია 7 ელექტრო ინფრასტრუქტურა, 5 წყლის ინფრასტრუქტურა, 3 გაზსადენი, 1 ხიდი, 2 გზატკეცილი, 1 ქუჩა, სასწრაფო დახმარების 2 მანქანა, 4 კერძო მანქანა.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით შევიდნენ. სომხეთის შეიარაღებული ძალების გმირული წინააღმდეგობისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის წყალობით აზერბაიჯანის შეტევა შეჩერდა, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია.

აზერბაიჯანის მიერ გატარებული აგრესიული პოლიტიკა მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის დამყარების, რეგიონული კომუნიკაციების გახსნის, მთიანი ყარაბაღის პრობლემის ყოვლისმომცველი მოგვარებისკენ მიმართული ძალისხმევის შეწყვეტას,

მშვიდობის დამყარებისა და რეგიონული კომუნიკაციების გახსნის დღის წესრიგის მიღებით, სომხეთის რესპუბლიკა მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ გატარებულ მუქარისა და იძულების პოლიტიკას.

უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა არსებული საშუალებით.

აზერბაიჯანის ჯარები სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანილი უნდა იქნეს.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძოს ზეწოლა აზერბაიჯანზე, რათა შეწყვიტოს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია და ჯარები გაიყვანოს სომხეთის ტერიორიებიდან.  მივესალმებით ყველა იმ ქვეყანას და ორგანიზაციას, რომლებმაც მკაფიო პოზიცია დაიკავეს.

ამავდროულად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სომხეთის რესპუბლიკის ვალდებულებას, დაიცვას საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრის მოვალეობები.

ნახეთ მეტი
Back to top button