მთავარიპოლიტიკა

ნენსი პელოსიმ პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსში

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსში სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. “არმენპრესის” ცნობით, პელოსიმ მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პელოსის, რომელიც სომხეთში 17 სექტემბერს ჩავიდა, თან ახლადა სომხეთის  ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი.

წიწერნაკაბერდის თავზე ასევე დელეგაციის წევრები არიან: აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და კომერციულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ  პალონი, წარმომადგენელთა პალატის წევრები ანა ეშუ და ჯეკი სპირი.

https://www.facebook.com/armenpress/videos/650744619648639/?t=0

ნახეთ მეტი
Back to top button