მთავარიპოლიტიკა

პელოსი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მომაკვდინებელ  თავდასხმებს სომხეთზე

აშშ-ის კონგრესი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის უკანონო და მომაკვდინებელ თავდასხმებს სომხეთის წინააღმდეგ, განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ერევანში გამოსვლისას პელოსიმ განაცხადა, რომ მის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო და ნომაკვდინებელი  თავდასხმების შემდეგ“.

”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს”, – თქვა პელოსიმ. „ეს იყო აზერბაიჯანელების ინიცირება და ეს უნდა იქნას  აღიარებული“, – განაცხადა მან.

„შეერთებულმა შტატებმა, რომელიც არის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ნათლად განაცხადა, რომ კონფლიქტს არ შეიძლება ჰქონდეს სამხედრო გადაწყვეტა. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და ვაგრძელებთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარების მხარდაჭერას“, – დასძინა პელოსიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button