აზერბაიჯანმა გადალახა რუბიკონი, რამაც სახიფათო პრეცედენტი შექმნა

აზერბაიჯანმა გადალახა რუბიკონი და შექმნა უკიდურესად საშიში პრეცედენტი სომხეთის დიდი ქალაქების დაბომბვით. ზესახელმწიფოებმა უფრო მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინონ, თორემ სიტუაცია რეგიონში შეიძლება ქაოსში გადაიზარდოს“, – აცხადებს პოლიტოლოგი არმან ღუკასიანი „რადიოლურთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანული ჯარების დაგროვებას მკაფიო მიზნები აქვს: „ზანგეზურის დერეფანი“, არცახთან დაკავშირებული საკითხები.
„თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემი მუდმივად შეეცდება მოახდინოს ზეწოლა სომხეთზე, რათა სომხური მხარე წავიდეს დათმობებზე. ეს არის მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანული მხარე სამდღიან ომს „ადგილობრივ პრობლემად“ წარმოაჩენს. რა თქმა უნდა, ეს არ არის „ადგილობრივი პრობლემა“, – განაცხადა ღუკასიანმა.
მრავალმხრივი შეხვედრების გარდა, ორმხრივი შეხვედრები ასევე გაიმართა 15-16 სექტემბერს სამარყანდში ჩატარებულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, სომეხი ექსპერტებისთვის მათგან ყველაზე გამორჩეული იყო პუტინი-ალიევისა და პუტინი-ერდოღანის მოლაპარაკებები, რომლის დროსაც განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი და აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სამხედრო აგრესია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შანხაის პლატფორმაზე მოლაპარაკებების დაწყებისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის განმუხტვით. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „კარგია, რომ ესკალაცია საბოლოოდ შეწყდა კოორდინირებული ძალისხმევით, მაგრამ სიტუაცია კვლავ დაძაბულია“.
ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანს და ბაქოს არ ჰქონდათ განზრახული ფართომასშტაბიანი ესკალაცია, მაგრამ “სამწუხაროდ, სასაზღვრო კონფლიქტები ხდება”.
რა არის სამარყანდის შეხვედრების ძირითადი იმპულსები და არის თუ არა წინასწარმეტყველური ფორმულირება „სამწუხაროდ, სასაზღვრო კონფლიქტები“ მომდევნო საბრძოლო მოქმედებებს?