საზოგადოება

ბანკის შენობა დანაღმულია, პოლიციელები შესვლას ვერ ახერხებენ – რა ვითარებაა ადგილზე

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ ქუთაისში “საქართველოს ბანკის” შენობა დანაღმულია, რის გამოც პოლიციელები შესვლას ვერ ახერხებენ.

როგორც ირკვევა დანაღმულია ბანკის შენობაში შესასვლელი კარი და თავდამსხმელი აფეთქებით იმუქრება.

ქუთაისში “საქართველოს ბანკში” შეჭრილი თავდამსხმელი 3 საათში 2 მილიონს ითხოვს.

“ტვ პირველი” ბანკიდან პირველ კადრებს ავრცელებს, რომელსაც ერთ-ერთი მძევალი აქვეყნებს.

“შეხედე ბომბები როგორაა?” – აცხადებს ვიდეოში თავდამსხმელი.

ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ტერიტორიაზე თავდამსხმელის ასაყვანად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც თვითმხილველი აცხადებს, ბანკში ერთი ადამიანი შეიჭრა, რომელიც შეიარაღებულია და მას მძევლები ჰყავს აყვანილი.

როგორც ადგილობრივი ამბობს, მძარცველი 2 მილიონს ითხოვს

“რომ შევიდა მალევე იყო გასროლა და რომ მოვიხედე ნიღაბი უკვე ჩამოწეული ჰქონდა და გარე სივრცეს ათვალიერებდა. ბანკში ალბათ დაახლოებით ათამდე ადამიანი იმყოფებოდა. ასე გვითხრეს მძარცველი 2 მილიონს ითხოვსო. მძევლები ჰყავთ აყვანილი”, – აცხადებს თვითმხილველი “მთავართან”.

თავდასხმის კიდევ ერთი თვითმხილველი, სოფო ნუცუბიძე “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობს, რომ შენობაში 10-მდე ადამიანია, მათ შორის თანამშრომლები და მომხმარებლები.

მისი თქმით, სავარაუდო თავდამსხმელს ჯინსის ქურთუკი ეცვა და ნიღაბი ეკეთა, ბანკში შესვლიდან მალევე გაისმა გასროლის ხმა.

“საქართველოს ბანკში მივდიოდი თანხის ჩასარიცხად, ჩექინი მქონდა გასაკეთებელი ბილეთზე და გვერდით “ავიაბილეთებში” შევედი უცებ, ეს ადამიანი ჩემ წინ მიდიოდა, ჩვეულებრივად ჩაცმული, არაფერი განსაკუთრებული, როგორც კი შევიდა მალევე იყო გასროლა. […] გარედან დაიძახეს ნიღბიანია შესულია და ავტომატურად ვინც შევძელით გამოვიქეცით. […] რომ გამოვედი, ნიღაბი უკვე ჩამოწეული ჰქონდა და აკვირდებოდა გარეთ თუ იყო ვინმე, თქვეს, რომ თანხის გამოსატანად არიან შესულებიო, მე ეს არ დამინახავს”, – თქვა თვითმხილველმა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქუთაისში “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული პირია შეჭრილი.

ნახეთ მეტი
Back to top button