საზოგადოება

მსოფლიომ უნდა იცოდეს რა ხდება. ბრაიან მეიმ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა

ბრიტანელმა მუსიკოსმა ბრაიან მეიმ, ლეგენდარული Queen ჯგუფის გიტარისტმა, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებულ უახლეს თავდასხმებზე.

”მე ვარღვევ ჩემს დუმილს აქ, რადგან თითქოს ახალი ტრაგედია ვითარდება და არსებობს საფრთხე, რომ როგორც ყოველთვის, ამ დღეებში მედია ამის შესახებ სიმართლეს არ გაავრცელებს”, – ,,არმენპრეს”-ის მიხედვით, წერს მეი თავის ინსტაგრამ  გვერდზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი არის პატარა ქვეყანა ნავთობისა და გაზის მარაგის გარეშე, ქრისტიანობისა და დემოკრატიის კუნძული, რომელიც გარშემორტყმულია დიქტატორული ქვეყნებით. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა მსოფლიოში, ღრმა მწუხარებით მისი ტრაგიკული ისტორიის გამო. პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,2 მილიონი სომეხი მოკლეს, ეთნიკური წმენდის სასტიკი აქტი, რომელსაც თურქეთი დღემდე უარყოფს.

დღეს სომხეთი კვლავ საფრთხის ქვეშაა, შეთქმულება, რომლის მიზანია ამ ქვეყნის წაშლა მსოფლიოს პირიდან. ორი დღის წინ სომხეთის საზღვარზე მშვიდობიანი სოფლები დაიბომბა აზერბაიჯანის მიერ, თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავდა სომეხი ხალხის დატერორებას და სიტუაციის დესტაბილიზაციას“, – განაცხადა მეიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი მარტო დარჩა დიქტატურის წინააღმდეგ და დასავლეთის სრული მხარდაჭერა სჭირდება.

ლეგენდარულმა ბრიტანელმა გიტარისტმა გააზიარა System Of a Down-ის სოლისტის სერჟ თანკიანის პოსტი აზერბაიჯანის სომხეთზე თავდასხმის შესახებ. „მსოფლიომ უნდა იცოდეს რა ხდება. გთხოვთ, გააზიაროთ ეს, დაუპირისპირდეთ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც აზერბაიჯანი და მისი მოკავშირეები აქტიურად ავრცელებენ, ცდილობენ სომხეთის წარმოჩენას აგრესორად, ისევე როგორც რუსეთი ცდილობდა აგრესორად წარმოეჩინა უდანაშაულო უკრაინელები. სამყაროში, სადაც ტყუილი დომინირებს, ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის“, – თქვა მეიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button