საზოგადოება

საქართველოში უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოება იწყება – თავდაცვის მინისტრის განცხადება

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უპი­ლო­ტო სა­დაზ­ვერ­ვო და საბ­რძო­ლო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა წლის ბო­ლომ­დე და­ი­წყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უპი­ლო­ტო სა­დაზ­ვერ­ვო და საბ­რძო­ლო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა წლის ბო­ლომ­დე და­ი­წყე­ბა.

რო­გორც მან “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გან­მარ­ტა, დრო­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბელ პო­ლო­ნურ კომ­პა­ნი­ას­თან ყვე­ლა ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

“ყვე­ლა ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სი პო­ლო­ნურ კომ­პა­ნი­ას­თან დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ამ კომ­პა­ნი­ის ნა­წარ­მი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პრაქ­ტი­კა­ში და არის ძა­ლი­ან გა­მარ­თლე­ბუ­ლი კერ­ძო სა­წარ­მო. და­ვა­ფუძ­ნეთ კერ­ძო სა­წარ­მო კომ­პა­ნია “დელ­ტას­თან” ერ­თად და წლის ბო­ლომ­დე და­ვი­წყებთ წარ­მო­ე­ბას”, – აღ­ნიშ­ნა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2022 წლის 9 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტის მი­ნის­ტრის სა­ა­თის ფორ­მატ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ ოპე­რა­ტი­უ­ლი და ტაქ­ტი­კუ­რი უპი­ლო­ტო სა­დაზ­ვერ­ვო და საბ­რძო­ლო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შექ­მნი­ლია ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უპი­ლო­ტო თვით­მკვლე­ლი და სა­დაზ­ვერ­ვო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­თულ-პო­ლო­ნუ­რი სა­წარ­მო აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. ასე­ვე, სა­წარ­მოს ბა­ზა­ზე შე­იქ­მნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რით აღ­ჭურ­ვი­ლი სას­წავ­ლო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის ძა­ლებს მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­უ­წევს.

>

ნახეთ მეტი
Back to top button