საზოგადოება

აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შედეგად სომხეთში 25 ათასი მოსწავლის  განათლების უფლება დაირღვა

აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული სამხედრო აგრესიის შედეგად სომხეთის გეღარქუნიქის, ვაიოც ძორისა და სიუნიქის ოლქების 25 ათასი მოსწავლის  განათლების უფლება დაირღვა. სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის მინისტრის მოადგილემ, ჟანა ანდრეასიანმა „არმენპრესის“  პრეს-დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული რეგიონების ზოგიერთ დასახლებაში უსაფრთხოების ისეთი მდგომარეობაა, რომ ბავშვებს აღარ აქვთ განათლების საშუალება.  საუბარია როგორც სასკოლო, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებზეც.

მინისტრის მოადგილის სიტყვებით, იმ სკოლებში, სადაც უსაფრთხოების კუთხით არის შესაძლებლობა, სწავლება არსებული წესით მოეწყობა. სხვა დასახლებებში კი სასწავლო პროცესები დისტანციურად გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button