კულტურა

DigiTec 2022 გადაიდო  –  ყველა კონტრაქტი და გეგმა ძალაში რჩება

მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა ასოციაცია (ATEM) გეგმავდა  რეგიონში უმსხვილესი სექტორული ღონისძიების “DigiTec 2022”-ის   გამართვას 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით კარენ დემირჩიანის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში, რომლის ფარგლებშიც უნდა შემდგარიყო  DigiTec 2022 წლიური ტექნოლოგიური გამოფენა, პარალელურად კი –  DigiTec Summit საერთაშორისო კონფერენციაც.

ამ  ბოლო დროს DigiTec 2022-მ გაავრცელა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ  სომხეთში შექმნილი ვითარების და  ამით გამოწვეული სპეციფიკის, უახლოეს დღეებში სიტუაციის ს არაპროგნოზირებადობის  გამო ღონისძიება გადაიდო.

„ყველა კონტრაქტი და პროგრამა ძალაში რჩება ახალი პერიოდისთვის, რომლის შესახებაც შეგატყობინებთ ღონისძიებამდე მინიმუმ 4 კვირით ადრე. ჩვენ ვიცით რომ შეგექმნათ დისკომფორტი,  განსაკუთრებით მონაწილე ორგანიზაციებს,  მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა იზიარებს ჩვენს შეშფოთებას და გამართლებულად მიიჩნევს ღონისძიების გადადებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button