მთავარიპოლიტიკა

სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

სომხეთში დამოუკიდებლობის დღე ყოველწლიურად 21 სექტემბერს აღინიშნება. ის სომხეთის ერთ-ერთი სახელმწიფო და ეროვნული დღესასწაულია.

1990 წლის 23 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, სადაც ნათქვამია, რომ სსსრ  დაიშალა და შეიქმნა ახალი სახელმწიფო, სომხეთის რესპუბლიკა. 1991 წლის 21 სექტემბერს სომეხმა ხალხმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს მხარი დაუჭირა სსრკ-დან გასვლას. 1991 წლის ნოემბერში ლევონ ტერ-პეტროსიანი აირჩიეს რესპუბლიკის  პირველ პრეზიდენტად.

1991 წლის 21 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ). სომხეთმა სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა იმავე წლის 26 დეკემბერს, სსრკ-ს დაშლის შედეგად.

ნახეთ მეტი
Back to top button