მთავარიპოლიტიკა

კუხო-სთან  ერთად უსაფრთხოების სხვა შესაძლებლობებიც უნდა ვეძებოთ –  რობერტ ღევონდიანი

კუხო-ს მთავარი მიზანია რუსული ინტეგრაციის პროექტების დაცვა, ამბობს უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტი რობერტ ღევონდიანი და განმარტავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში ყაზახეთში მომხდარი არეულობების დროს არსებობდა გეოპოლიტიკური კურსის შეცვლის საფრთხე, რამაც აიძულა კუხო  დაუყოვნებლივ რეაგირება მოეხდინა.

პარალელებს ავლებს რა აზერბაიჯანის მიერ 13 სექტემბერს სომხეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ სამდღიან ომსა და ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო შეტაკებებს, „რადიოლურის“ თანამოსაუბრე აღნიშნავს: „სომხურ-აზერბაიჯანული და ყირგიზეთ-ტაჯიკური საზღვრის კონფლიქტები რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამიტომაც  სამხედრო გამოხმაურების ლოდინი  არარეალურია“.

პოლიტოლოგის აზრით, სომხეთმა უნდა ეცადოს, რომ უსაფრთხოების სხვა შესაძლებლობები იპოვოს, როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიურიც.

„რამდენადაც შესაძლებელი იყო ინტეგრაცია საკუთარი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის საფრთხის გარეშე, სომხეთი უკვე შეძლებისდაგვარად ინტეგრირებულია კუხო-ში. ამაზე მეტი ინტეგრაციის შემთხვევაში  სომხეთი უბრალოდ დაკარგავს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის ნაწილს, რაც ჩვენთვის „წითელი ხაზია“. სწორედ ამიტომ, ჩვენი დარჩენა კუხო-ში შესაძლებელია მხოლოდ  უსაფრთხოების სხვა შესაძლებლობებთან შერწყმით“, – ამბობს პოლიტოლოგი რობერტ ღევონდიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button