“სახელმწიფო უსაფრთხოება საიმედო ხელშია” | კობახიძე რუსების შემოსვლაზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ თქვენ იცით, რომ ორჯერ აგორდა ეს კამპანია – ერთი იყო მარტის თვეში, ომის დაწყებიდან მალევე, მეორე იყო ზაფხულში. აგორებული იყო კამპანია, რომ რამდენიმე ათასი რუსი, რომელიც არის შემოსული საქართველოში, შეიძლება გახდეს რაღაც რისკფაქტორი ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ თავიდანვე ვამტკიცებდით, რომ ყველაფერი არის კონტროლქვეშ სახელმწიფო უწყებები ამას აკონტროლებენ და იყო 0 რისკი ორივეჯერ ეს ხო დამტკიცდა.
დამთავრდა ეს ტურისტული სეზონიც, მარტმაც გადაიარა, აგვისტომაც გადაიარა და არაფერი, ანუ რასაც ვამტკიცებდით, ის დამტკიცდა და საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ ის სპეკულაციური კამპანია და ის ისტერიკა, რომელიც იყო ხელოვნურად შექმნილი, იყო ნულოვან საფუძველზე დამყარებული. აქაც ვხედავთ ამ ისტერიკის მესამე ტალღას, ამბობენ, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები, შეიძლება გახდნენ რისკფაქტორი ქართველი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებაც მიხვდება, რომ ეს არის სრული აბსურდი. ამას ხო არავითარი საფუძველი არ აქვს. სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ ყველაფერს და სახელმწიფო უსაფრთხოება არის საიმედო ხელში.