მთავარიპოლიტიკა

„სომხეთს შეუძლია მიიღოს  საფრანგეთის სრული მხარდაჭერა“,  –  მაკრონი სომხეთის პრეზიდენტს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომხეთის  პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა.

გზავნილში ნათქვამია:  „ძვირფასო  ბატონო პრეზიდენტო,  სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  გადმოგცემთ თქვენ, ისევე როგორც მეგობარ სომეხ ხალხს, ჩემს საუკეთესო სურვილებს, გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას.  ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა ძველი და ძლიერია. ჩვენ ვავითარებთ სამაგალითო თანამშრომლობას ყველა სფეროში, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ჩვენს მიერ მიღებული ორმხრივი ეკონომიკური საგზაო რუკა და 9 მარტს პარიზში გამართული ღონისძიება  “ამბიციები:  საფრანგეთი-სომხეთი”,  რომლებიც გაერთიანდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ეკონომიკური აქტორების განსავითარებლად

საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან და მისგან გამომდინარე საკითხების მოგვარებას. საფრანგეთი მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობებს, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგს, ამავდროულად, სრულად ერთგული რჩება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის. ამ მხრივ, თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ჩემს პირად ვალდებულებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

სიამოვნებით მიიღეთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი ღრმა პატივისცემა, გილოცავთ,  ჭეშმარიტად თქვენი, ემანუელ მაკრონი.”

ნახეთ მეტი
Back to top button