საზოგადოება

მაგატეს დირექტორი ეწვევა სომხეთს

ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა 2022 წლის 4-5 ოქტომბერს.

 „არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლითაც მან სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელს დაავალა პროგრამის მომზადება, სომხეთის რესპუბლიკაში სტუმრების ყოფნის პერიოდში სახელმწიფო პროტოკოლის შესაბამისად ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.

ნახეთ მეტი
Back to top button