პოლიტიკა

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 11,5 მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკა გადასცა

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11,5 მილიონი დოლარის აღჭურვილობა გადასცა. „დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავუგზავნეთ მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. 11,5 მილიონი დოლარის ღირებულების ეს ტექნიკა არის ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს“, – აცხადებენ საელჩოში.

სხვათა შორის, 2022 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს. „საქართველო მიიღებს 35 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც მოიცავს ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობას, უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემას, საველე საარტილერიო ტაქტიკურ მონაცემთა მოწინავე სისტემას, მობილურობის შესაძლებლობებს და კიბერ თავდაცვას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button