მთავარიპოლიტიკა

მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დააბრუნოს ჯარები თავდაპირველ პოზიციებზე –  აშშ-ს საელჩო სომხეთში

სომხეთში აშშ-ის საელჩომ  პასუხი გასცა საინფორმაციო სააგენტო „ლურერ“-ის კორესპოდენტის კითხვებს  აზერბაიჯანის ბოლოდროინდელ აგრესიასთან დაკავშირებით.

კითხვაზე „როგორ აფასებთ აზერბაიჯანის ქმედებებს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ?“, სომხეთში აშშ-ის საელჩომ განაცხადა. „კონფლიქტს არ შეიძლება ჰქონდეს სამხედრო გადაწყვეტა და ძალის გამოყენება მიუღებელია. ჩვენ ვწუხვართ ადამიანთა  დაღუპვის გამო, მათ შორის სომხეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის მრავალი დანაკარგისთვის. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობა აზერბაიჯანთან და სომხეთთან უმაღლეს დონეზე დაეხმარა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში და ჩვენ ვაგრძელებთ ჩართულობას და ვაგრძელებთ მუშაობას, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“.

„ლურერი“ დაინტერესდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოზიციით სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით. კითხვაზე „მიგაჩნიათ თუ არა მათი გაყვანა სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან გადაუდებელ აუცილებლობად?“, აშშ-ს საელჩომ განაცხადა.

„ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დააბრუნოს ჯარები თავდაპირველ პოზიციებზე. ჩვენ მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ სამხედრო ოპერაციები და იმუშაოთ შეიარაღებული ძალების ჩართვის გარეშე, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მოგვარება მშვიდობიანი მოლაპარაკებების გაგრძელებით იქნას შესაძლებელი . შეერთებული შტატები მზადაა ყველაფერი გააკეთოს ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად“.

საელჩომ უპასუხა კითხვას „როგორია თქვენი პოზიცია აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო დასახლებებისა და ინფრასტრუქტურისათვის ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც არის  მსხვერპლი?

 „ჩვენ პირადად ვნახეთ სომხეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურისათვის  მიყენებული ზიანი და ვნახეთ ცნობები მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და დაშავებულთა  შესახებ, რაც ღრმად შემაშფოთებელია ორივე მხარისთვის და ხაზს უსვამს შემდგომი საომარი მოქმედებების თავიდან აცილებას და დიპლომატიური ჩართულობის მნიშვნელობას”.

სომეხი სამხედროები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანმა ტყვედ ჩაიგდო, მათი წამების შესახებ ცნობები გავრცელდა და ისინი სომხური მხარისათის  ჯერ არ დაუბრუნებიათ. აშშ-ის დიპლომატიურმა  მისიამ  კითხვას „როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით“ უპასუხა:

 „ჩვენ ვნახეთ ცნობები სომეხი სამხედროების დატყვევებისა და წამების შესახებ. გასული კვირის თავდასხმების შედეგად დატყვევებულთა დაუყოვნებელი და უპირობო დაბრუნება, ისევე როგორც სხვა ტყვეების დაბრუნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. შეერთებული შტატები გმობს წამების ნებისმიერ ფორმას ნებისმიერ დროსა და ადგილას და მტკიცედ მოუწოდებს მთავრობებს, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები და ბოლო მოუღონ  ასეთი  დანაშაულობების  დაუსჯელობას“.

ნახეთ მეტი
Back to top button