
კარგი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან. ასეთი ჩანაწერი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ის თავის მიკრობლოგში. „გუშინ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განვიხილეთ სომხეთის უსაფრთხოების საკითხი. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მხარეებს ჩაერთონ სამშვიდობო პროცესში, რადგან კონფლიქტს არ შეიძლება ჰქონდეს სამხედრო გადაწყვეტა“, – წერს ის.