მთავარიპოლიტიკა

ჩვენ მოვითხოვთ, რომ აზერბაიჯანმა მიიღოს ყველა საჭირო ზომა  ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან დაკავშირებით – მჰერ გრიგორიანი

სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში დსთ-ს ეკონომიკური საბჭოს მორიგ სხდომაზე.  სხდომის ფარგლებში ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა, სადაც მან აღნიშნა:

„დაფიქსირებული ეკონომიკური შოკების პირობებში, დსთ-ს ფარგლებში, ჩვენ ვიღებთ დოკუმენტებს წარმოშობილ პრობლემებზე რეაგირების საშუალებებზე, ვამუშავებთ მეთოდებს, რომლებიც მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ზემოქმედების შესამსუბუქებლად. ამ პირობებში  დსთ-ს მონაწილე ქვეყანამ წამოიწყო არაპროვოცირებული და სრულიად უკანონო ფართომასშტაბიანი აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ .

მოგეხსენებათ, 2022 წლის 12-13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ სომხეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს, ფაქტობრივად პირდაპირ დაარღვიეს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა.

აგრესია განხორციელდა არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და უპილოტო მფრინავი აპარატის  გამოყენებით, სხვათა შორის, დაიბომბა არა მხოლოდ სომხეთის სამხედრო პოზიციები, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სოტკის, ვარდენისის, ჯერმუკის, გორისის, კაპანის, არტანიშისა და იშხანასარის მიმართულებით. გეღარქუნიკის, ვაიოც ძორისა და სიუნიქის რეგიონების დასახლებები. არსებობს მტკიცებულებები, რომ აზერბაიჯანელები აწამებდნენ, დასახიჩრებდნენ და უკანონოდ კლავდნენ ტყვედ აყვანილ სომეხ სამხედროებს. აგრესიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რიცხვი 207-ს აღწევს, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის წარმომადგენლებიც არიან.

ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა 192 საცხოვრებელი სახლი, სასტუმროები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ჯერ კიდევ 2022 წლის 2 სექტემბერს აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო ყალბი ამბების გავრცელება უსაფუძვლო ბრალდებებით სომხური მხარის მიერ ზავის რეჟიმის  სავარაუდო დარღვევის შესახებ, მათი დაპყრობითი ამბიციების განსახორციელებლად ხელსაყრელი საინფორმაციო ბაზის უზრუნველყოფის  მიზნით.

ჩვენ რეგულარულად ვიღებდით და ვიღებთ ინფორმაციას თურქეთიდან აზერბაიჯანში სამხედრო საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებით. 5-დან 9 სექტემბრამდე თურქეთისა და აზერბაიჯანის საჰაერო ძალებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, რომლის დეკლარირებული ამოცანა იყო ჩვეულებრივი მტრის საჰაერო და სახმელეთო სამიზნეების განადგურება.

მიუღებელია აზერბაიჯანული მხარისმიერ  მოგონილი ბრალდებები სომხეთის მხრიდან რაიმე პროცესის, სამუშაოების ან მოლაპარაკებების გაჭიანურებასთან დაკავშირებით. სომხეთმა დროულად და დეტალურად შეასრულა 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის განცხადებების ყველა დებულება და მოლაპარაკებები კონსტრუქციულად წარმართა.

აზერბაიჯანის მიერ გატარებული აგრესიული პოლიტიკა, უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის დამყარების მცდელობების ჩაშლას.

აზერბაიჯანის აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის მიმართ სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევით ასევე მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებზე სახელმწიფო კომისიის მუშაობას.

პრეტენზია, რომ აზერბაიჯანს აქვს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ საზღვრები დემარკირებული არ არის,  სრულიად უსაფუძვლოა.

სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, სომხეთის რესპუბლიკამ გადაწყვიტა მიმართოს კუხო-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. ჩვენ ველით, რომ ქმედითი ზომები პირველ რიგში კუხო-ს მიერ იქნება მიღებული.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო ზომა და ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, შეიარაღებული ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებას და სომეხი სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ნახეთ მეტი
Back to top button