მთავარიპოლიტიკა

სომხეთი კატეგორიულად უარყოფს ძალის გამოყენებით და ძალის მუქარით პრობლემების გადაჭრის მიდგომას  –  სრ  საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„ორი წლის წინ, 27 სექტემბერს, აზერბაიჯანმა, ღიად დაარღვია გაეროს წესდება და ჰელსინკის დასკვნითი აქტი, წამოიწყო ფართომასშტაბიანი ომი მთიანი ყარაბაღისა და მისი ხალხის წინააღმდეგ.

დღეს კიდევ ერთხელ  თავს ვხრით და ვიხსენებთ 44-დღიან ომში დაღუპულ ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი თანამემამულეების წინაშე არსებული ეგზისტენციალური საფრთხის შესაჩერებლად.

აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკის დანაშაულებრივი გამოვლინება, რომლითაც სურდათ სომხების ეთნიკური წმენდა, მოესპოთ ისტორიულ სამშობლოში თავისუფლად ცხოვრების უფლება. ამას მოწმობს როგორც ომამდე,  ომის დროს, ასევე ომის შემდგომ პერიოდში აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობის განუწყვეტელი საბრძოლო,  ფანატიკური, სომეხთა სიძულვილით გამსჭვალული განცხადებები.

44-დღიანი ომის განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ომისა და სხვა მასობრივი დანაშაულებები, რაც გამოიხატება სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებში, აკრძალული იარაღის გამოყენებში, მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის  მიზანში ამოღებაში, დასახლებებისა  და კულტურის ძეგლების განადგურებაში.  ტყვედ ჩავარდნილი სომეხი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები ექვემდებარებოდნენ არაადამიანურ მოპყრობას და წამებას, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯას.

ბევრი ჰუმანიტარული პრობლემა გადაუჭრელი რჩება. აზერბაიჯანი აგრძელებს სომეხი სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლებად აყვანას, ასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და იძულებით გაუჩინარებულთა ბედი ყარაბაღის პირველი და 44-დღიანი ომების შედეგად გაურკვეველია.

დღესაც გრძელდება სომხური სულიერი და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და თვითმყოფადობის დამახინჯების თანმიმდევრული პოლიტიკა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე. გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მკაფიო შეფასება მისცა ამ დანაშაულებს და დაადგინა, რომ „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში არსებობს სომხების ეროვნულ  უფლებებზე გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკი.  ასეთ  შემთხვევაში, გადაუდებელია შესაბამისი საერთაშორისო ჰუმანიტარული სტრუქტურების შეუფერხებელი წვდომა და საქმიანობა მთიან ყარაბაღში და მის გარშემო.

ძალის გამოყენების და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის რეალობა და აზერბაიჯანის მიერ ომის შემდგომ პერიოდში სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ განხორციელებული უწყვეტი სამხედრო აგრესია ძირს უთხრის რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარების მცდელობებს.

დღესაც, ძალის გამოყენებით და ძალის გამოყენების მუქარით, აზერბაიჯანი ცდილობს განახორციელოს თავისი იდეალისტური მისწრაფებები, უარყოფს თუნდაც მთიანი ყარაბაღის, როგორც ტერიტორიული ერთეულის არსებობის ფაქტს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს.

სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად უარყოფს მიდგომას ძალის გამოყენებისა და ძალის მუქარის გზით პრობლემების გადაჭრისადმი და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით რეგიონში გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ.

ნახეთ მეტი
Back to top button