მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  საფრანგეთელ  სენატორებთან  რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

28 სექტემბერს სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიიღო დელეგაცია საფრანგეთის სენატის საფრანგეთ-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, ჟილბერ-ლუკ დევინაზის ხელმძღვანელობით.

მინისტრი მირზოიანი მიესალმა ფრანგი სენატორების დელეგაციის ვიზიტს სომხეთში და მაღალ დონეზე შეაფასა სომხურ-ფრანგული მეგობრობა და გამოვლენილი სოლიდარობა.

მხარეებმა განიხილეს სომხურ-საფრანგეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, კერძოდ, გაცვალეს აზრები სომხურ-საფრანგეთის დეცენტრალიზებული თანამშრომლობის განვითარების შესახებ.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხები. მინისტრმა მირზოიანმა ფრანგ სენატორებს გააცნო აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მაღალი შეფასება მისცა ფრანგული მხარის მიზანმიმართულ შეფასებებს და პრინციპულ პოზიციას.

ნახეთ მეტი
Back to top button