საზოგადოება

მედიის ცნობით, მობილიზაცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც ეხებათ

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც ეხებათ. ამის შესახებ RTVI თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სადაც აცხადებენ, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნისაა მათი მეორე პასპორტი, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებად ითვლებიან.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ის პირები, რომელთა მეორე პასპორტი რუსულია და აკმაყოფილებენ შერჩევის კრიტერიუმებს, შესაძლოა გამოიძახონ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, არ გამგზავრებულიყვნენ რუსეთში, ხოლო მათ, ვინც უკვე იქ იმყოფება, ქვეყნის ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება ურჩია სწორედ იმ მიზეზით, რომ რუსეთს შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები ჯარში გაეწვია.

“რუსეთმა შესაძლოა, აშშ-ის მოქალაქეების ორმაგი მოქალაქეობა არ სცნოს, მათ აშშ-ს საკონსულოზე წვდომა შეუზღუდოს, ხელი შეუშალოს რუსეთიდან მათ  გამგზავრებას და ორმაგი მოქალაქეობის მოქნე პირები სამხედრო სამსახურში გაიწვიოს”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

საკუთარ მოქალაეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა პოლონეთმა და ბულგარეთმაც.

ნახეთ მეტი
Back to top button