პოლიტიკა

ეუთო განიხილავს მისიის გაგზავნის შესაძლებლობას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) განიხილავს მისიის გაგზავნის შესაძლებლობას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში, ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„შაბათს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ზბიგნევ რაუ სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კეტრინ კოლონასთან.

საუბრისას მინისტრებმა განიხილეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო განვითარებული მოვლენები და ამ რეგიონში ეუთოს მისიის გაგზავნის შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button