აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
„აზერბაიჯანელი მომხმარებლების მიერ სოციალურ ქსელებში განუწყვეტლივ გაზიარებული ვიდეოები ადასტურებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულობებს, რაც გამოიხატება სომეხი სამხედრო ტყვეების სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯაში, სომეხი სამხედროების წამებაში, მათ შორის ქალების, ცხედრების დასახიჩრებაში.
სომხეთის რესპუბლიკა ითხოვს მკაფიო შეფასებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ამ და წინა პერიოდში ჩადენილი უხეში ომის დანაშაულების გამო. ჩვენ მივისწრაფვით ამ პრობლემის წინ წამოწევისაკენ შესაბამის საერთაშორისო პლატფორმებსა და სასამართლოებში. ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩამდენი და ორგანიზატორები პასუხისგებაში უნდა იქნას მიცემული, მათ მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საერთაშორისო სანქციებიც. ამ კონტექსტში აუცილებელია სათანადო საერთაშორისო გამოძიება.
ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია გაზარდოს ზეწოლა აზერბაიჯანზე, აზერბაიჯანში არალეგალურად მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაუყოვნებლივი რეპატრიაციის, იძულებით გაუჩინარებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევის მიმართულებით.